logo
ENG



პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი პარლამენტში შესვლას აპირებს

03 იან 202117:37
3 წუთის საკითხავი
clock 2319
2021/01/03/ulw3jv7rc6p2iud.png

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანი პარლამენტში შესვლას აპირებს. ზილფიმიანის თქმით, თუ ლეგიტიმურად დადგება საკანონმდებლო ორგანოში მისი შესვლის საკითხი, ის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მიიღებს მონაწილეობას.

ზილფიმიანის თქმით, დღემდე, არასდროს ყოფილა
რომელიმე პარტიის წევრი და ყოველთვის მოქმედებდა ქვეყნის საჭიროების შესაბამისად. პატრიოტთა ალიანსის წარმოამდგენლის თქმით, პოლიტიკა არასოდეს მიაჩნდა უფრო მნიშვნელოვან საქმიანობად, ვიდრე მისი სამეცნიერო, აკადემიური, მედია და ტექნიკური მიმართულება.

როგორც ღია წერილში ზილფიმიანი აცხადებს, დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება და პარლამენტიდან იბრძოლებს სამართლიანობის აღსადგენად. 

"ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მაშინ, ქვეყნის ინტერესების, ჩემი პირადი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში და, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, დავკავდე პოლიტიკით, რადგან ღრმად მწამს, რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება და პარლამენტიდან კვლავაც ვიბრძოლებ მედიათავისუფლების, ქვეყნის მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის", - აცხადებს ზილფიმიანი.

პატრიოტთა ალიანსმა საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. ირმა ინაშვილმა და პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა მანდატის შეწყვეტის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართა. რაც შეეხება მეოთხე მანდატს, პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე აცხადებს, რომ ის საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს. მისი თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტია, როდის შევა პარლამენტში. ინაშვილის თქმით, ავთანდილ ენუქიძე პარტიის შემომწირველია და ის თავის ქმედებაში თავისუფალია.

ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პატრიოტთა ალიანსის გაუქმებულ საარჩევნო სიაში არ არიან გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი. არ არის გამორიცხული, რომ ადგილმონაცვლეობის პრინციპით, სწორედ მათ დაიკავონ ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები.


close დახურვა