logo
ENG



პაციენტების შემოსვლა შემცირებულია, თუმცა არ უნდა მოვდუნდეთ - მაკა სოლოღაშვილი

11 მაი 202010:49
3 წუთის საკითხავი
 
ixiztj1k1zzue6m.png

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინონ. 

სოლიღაშვილი განმარტავს, რომ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი დაბალია, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მოქალაქეები მოდუნდნენ. 

"ამ ეტაპზე 6 პაციენტი გვყავს, რომელიც ჩაერთვება კვლევაში. რიცხვები ძალიან ბევრის მთქმელია. შემოსვლა, ჩვენი კლინიკის მაგალითზე არის ძალიან შემცირებული. საბედნიეროდ, შეიძლება ითქვას, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, სიფრთხილე არ უნდა დავკარგოთ და უნდა დავიცვათ ის, რა რეკომენდაციებიც გვაქვს", - აღნიშნა სოლოღაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 638 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 10 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 317 განიკურნა. 


close დახურვა