კოვიდკლინიკაში მედდის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც პაციენტი ცივი იარაღით დაესხა თავს. უტყუარი მტკიცებულების სახით არსებობს ვიდეომასალაც, რომელიც ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციამ გაავრცელა.
ექთანი გადარჩა, თუმცა ოპერაცია დასჭირდა. თავდამსხმელი კი დაკავებულია. ეს არ არის სამედიცინო პერსონალზე თავდასხმის პირველი შემთხვევა კოვიდსასტუმროებში.