logo
ENG



პედაგოგებზე ზეწოლაზე საუბრობენ ფოთში

10 დეკ 201916:46
3 წუთის საკითხავი
 
roq76klimm9rhkj.png

ოპოზიცია ფოთში პედაგოგებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ დღეს ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ,,ქართული ოცნების" დირექტივით საჯარო სკოლების პედაგოგები 14 დეკემბერს თბილისში დაანონსებულ აქციაზე ძალდატანებით მიჰყავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

„კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯის გადადგმა უნდა ბიძინა ივანიშვილს და დაპირისპირებისთვის იყენებს საჯარო მოხელეებს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პედაგოგს, ვერავინ ვერ შეძლებს თქვენს ხელყოფას, ჩვენ ყველანაირად დაგიდგებით გვერდით“,  - ამბობს ცხვიტარია.

დღესვე ცხვიტარია რესურსცენტრში მივიდა და ხელმძღვანელს აღნიშნული პროცესისაგან გამიჯვნა სთხოვა. რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნული ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ყველა პედაგოგი თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალია და იგი ემიჯნება ყველანაირ ძალდატანებას.


close დახურვა