მასწავლებლები განათლების მინისტრისგან პასუხს ითხოვენ, მოემატებათ თუ არა ხელფასი 500 ლარით 2024 წლის იანვრიდან. დაპირება ანაზღაურების ზრდის შესახებ პრემიერმა გასცა. ეჭვები, რომ მთავრობის პირობა არ შესრულდება, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა ერთი წლის შემდეგ დაიწყება. პედაგოგები არც გაფიცვას გამორიცხავენ.
პედაგოგები იანვრიდან ხელფასის 500 ლარით მატებას ითხოვენ
17 ნოე 202320:33
3 წუთის საკითხავი