გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ კორონავირუსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბავშვები მაქსიმალურად უნდა იყვნენ გარიდებულები დახურულ სივრცეებს.
„ბავშვები უსიმპტომო მატარებლები არიან და ისინი შეიძლება იყვნენ გამავრცელებლები ამ ინფექციის. მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ დახურულ თავშეყრის ადგილებს. უნდა გავიყვანოთ რეკრეაციულ ზონებში, სოფლებსა და კურორტებზე, მაგრამ თავი ავარიდოთ დახურულ სივრცეებს“, - განაცხადა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება გლობალურ პანდემიად ოფიციალურად გამოაცხადა.
საქართველოში ამ დროისთვის ოფიციალურად კორონავირუსით 24 პირია დაინფიცირებული. მათგან ერთი მცირეწლოვანია.