პეკინზე ავტომობილი მაღაზიაში შევარდა და ვიტრინები დააზიანა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მაღაზიაში შევარდა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს. სანქციის სახით კი ჯარიმას ითვალისწინებს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.