logo
ENG



პეკინის 11 რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

13 ივნ 202017:24
3 წუთის საკითხავი
clock 1170

პეკინის 11 რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჩინეთის დედაქალაქში 7-კვირიანი პაუზის შემდეგ, კორონავირუსის ახალი 45 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადება ბაზრის თანამშრომლებს დაუდგინდათ, რის შემდეგაც სავაჭრო ტერიტორია დროებით დაიხურა. ინფექციის კვალი ბაზრის ინვენტარზეც აღმოაჩინეს.

ჩინეთის დედაქალაქის მოსახლეობა ვირუსის მეორე ტალღის საფრთხეზე საუბრობს. იმ რაიონში, სადაც კარანტინი გამოცხადდა, ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების დატოვება ეკრძალებათ.


close დახურვა