logo
ENG



პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია

28 მარ 202113:54
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე იყო გავრცელებული.

უწყების ცნობით, არსებობდა ხანძრის მეზობელ ბინებზე გავრცელების საფრთხეც.

"მისამართზე მისვლისთანავე დაიწყო კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია. მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით, დროულად მოხდა მოქალაქეების, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვნის გამოყვანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახერხეს ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი მუშაობდა.


close დახურვა