logo
ENG



პეკინის ქუჩაზე მდებარე აიპლიუსის მაღაზია გაქურდეს

01 დეკ 202111:09
3 წუთის საკითხავი
clock 3936

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე აიპლიუსის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა. როგორც სათვალთვალო კამერებში ჩანს, სავარაუდო დამნაშავეებმა მაღაზიის კარზე დამაგრებული სპეციალური მოწყობილობით გადაჭრეს. 

აიპლიუსის წარმომადგენელი ფორმულასთან საუბრისას ყვება, წაღებულია დაახლოებით 10 მობილური ტელეფონი. მისივე თქმით, ჯერ ზარალი დათვლილი არ არის.

"როგორც ყოველთვის გაიტანეს დაახლოებით 10 ცალი აიფონი. საჩვენებელი მოდელები რაც იყო დახლზე, ყველაფერი გაიტანეს. ეს დაახლოებით მე-10 შემთხვევაა ჩვენს მაღაზიაზე, მე რასაც შევსწრებივარ. ამისთვის დავამონტაჟეთ სპეციალური ჟალუზები, მაგრამ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ამანაც ვერ დაგვიცვა", - ამბობს ანა ხუჯაძე.


close დახურვა