logo
ENG



პეკინში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის საშიშროების გამო დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა

14 ივნ 202014:34
3 წუთის საკითხავი
 

პეკინში კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის საშიშროების გამო დამატებითი შეზღუდვები გამოაცხადეს. ჩინეთის დედაქალაქში აღარ განახლდება სასწავლო პროცესი დაწყებით კლასებში. დაიხურა ხორცის გადამამუშავებელი ქარხანაც, რომლის ორ თანამშრომელსაც რამდენიმე საათის წინ კორონავირუსი დაუდგინდა. მოწმდება დაავადებულთა კონტაქტები.

დედაქალაქის 11 რაიონში საგანგებო მდგომარეობა გუშინ, დაავადების 45-ე ახალი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ გამოცხადდა. იქამდე კორონავირუსის შემთხვევები ქალაქში 7 კვირის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.


close დახურვა