logo
ENG



პენიტენციური: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია

10 ოქტ 202123:54
3 წუთის საკითხავი
 
პენიტენციური: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია
კადრი

პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სააკაშვილის პირადმა ექიმმა დღეს საღამოს განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა.

პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, "სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა".

"მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ", - ნათქვამია განცხადებაში.

პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. 

"ჩვენ შეიძლება, პრეზიდენტი დავკარგოთ მე-2 ტურამდე... თუ თაფლი ან ვიტამინი ან რამე არ მიიღო, ჩვენი პრეზიდენტი 30-მდე კაი ხნით ადრე ცოცხალი არ იქნება", - განაცხადა მან ფორმულას გადაცემა დროებაში.

მისივე თქმით, სააკაშვილს სისხლის იშვიათი დაავადება - თალასემია აქვს, ამ დროს შიმშილმა კი შეიძლება, მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

სააკაშვილი მე-10 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.


close დახურვა