logo
ENG



პენიტენციური რუსთავის ციხესთან სპეცრაზმის მობილიზებას უარყოფს

30 ოქტ 202114:03
3 წუთის საკითხავი
 
პენიტენციური რუსთავის ციხესთან სპეცრაზმის მობილიზებას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის რუსთავის ციხესთან სპეცრაზმის მობილიზებას უარყოფს და აცხადებს, რომ გავრცელებულ კადრებში შსს-ს დამატებითი ძალების როტაციის პროცესია ასახული და რაიმე განსაკუთრებული  მობილიზება არ ხდება.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პირველ ოქტომბერს შსს-ს მიმართა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვის მიზნით გამოეყო დამატებითი ძალები.

მათივე ცნობით, კადრები, რომელიც გავრცელდა, არის არა N12 დაწესებულების ტერიტორია, არამედ რუსთავში  მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზა.

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანეს.

 


close დახურვა