logo
ENG



პენიტენციურმა ამერიკელ სენატორებს სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრა

20 თებ 202314:06
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, პენიტენციურმა სამსახურმა ამერიკელ სენატორებს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრა.

სენატორ ჯინ შაჰინს ჰქონდა სურვილი მოენახულებინა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უშუალოდ სააკაშვილისგან მიეღო ინფორმაცია.

ჯერ-ჯერობით პენიტენციურ სამსახურს განმარტება არ გაუკეთებია.

ფორმულა დეტალებს არკვევს.

* * *

აშშ-ის საელჩოს ცნობით, ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი შეხვდებიან სახელმწიფოების მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

ჯინ შაჰინი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში. ის სენატში უძღვება ორპარტიული კანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ.

სენატორი დიკ დურბინი კი რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსი წევრია.


close დახურვა