logo
ENG



პენტაგონი: დაჯგუფება ვაგნერის 1000-მდე მებრძოლი დონბასშია

31 მარ 202200:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/31/5tprcnzsyxrfdjr.png

პენტაგონის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის 1000-მდე მებრძოლი დონბასის რეგიონშია. 

თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ხედავს, რომ რუსეთი ბოლო რამდენიმე დღეა, დონბასის რეგიონში "გაცილებით გააქტიურდა". 

"ვფიქრობთ, რომ ვაგნერს 1000-მდე ადამიანი ყავს დონბასში. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი უპირატესობას ანიჭებენ საჰაერო თავდასხმებს დონბასის რეგიონში.

ვაგნერის კონტრაქტორები უკვე 8 წელია, დონბასში იბრძვიან, ეს ის ტერიტორიაა, სადაც მათ გამოცდილება აქვთ". - განაცხადა კირბიმ

ვაგნერი არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, რომელიც არ ირიცხება რუსეთის სამხედრო უწყების ბალანსსა და იურიდიული პირების რეესტრში. 

სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვაგნერის დაქირავებული პირები მონაწილეობენ სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. დაჯგუფება სისასტიკით არის გამორჩეული. 


close დახურვა