logo
ENG



პენტაგონი: უკრაინამ დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები და თვითმფრინავის ნაწილები მიიღო

20 აპრ 202200:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/20/6fr4pjqt09bpn14.jpg

პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ მიიღო დამატებითი გამანადგურებელი თვითმფრინავები და თვითმფრინავის ნაწილები, თუმცა, არა აშშ-სგან, არამედ სხვა ქვეყნებიდან. 

ჯონ კირბის არ დაუსახელებია, რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას გამანადგურებლები. 

შესაძლოა, უკრაინას გამანადგურებელი თვითმფრინავები - MiG-29 სლოვაკთმა გაუგზავნა. 

12 აპრილს სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ბრატისლავას საშუალება მისცემოდა, უკრაინისთვის MiG-29 გაეგზავნა. ეს ნიშნავს, რომ სლოვაკეთი დასავლეთს მათ ჩანაცვლებას სთხოვდა. 


close დახურვა