logo
ENG



პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დროს 70-80 ათასი რუსი ჯარისკაცი მოკლეს ან დაჭრეს

09 აგვ 202209:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/09/kvkz7a5tkbcjpqo.jpg

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 70-80 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიჭრა და დაიღუპა. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე კოლინ კალმა განაცხადა.

"არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ რუსებმა ექვს თვეში 70-80 ათასამდე ადამიანი დაკარგეს", - თქვა კალმა და ხაზი გაუსვა, რომ საუბარია როგორც დაჭრილებზე, ისე მოკლულებზე.

კალმა ასეთ დანაკარგებს "მნიშვნელოვანი" უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია ვერცერთ მიზანს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრისას გამოაცხადა.

ივნისის ბოლოს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა, ულიამ ბერნმა თქვა, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ხოლო 45 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიჭრა.

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ოკუპანტი სახელმწიფოს 42 ათასი სამხედროა მკვდარი.

რუსეთი დაღუპულებსა და დაჭრილებზე ინფორმაციას არ ავრცელებს.


close დახურვა