logo
ENG



პენტაგონის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რუსეთი ხერსონს სრულად აღარ აკონტროლებს

26 მარ 202200:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/26/6jorbiuaesijphr.jpg

უკრაინული მედია The New York Times-ზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ხერსონს სრულად აღარ აკონტროლებს. თავად The New York Times-ი ინფორმაციას პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ხერსონის გარეუბანში იბრძვიან და რუს ოკუპანტებს ტერიტორიიდან აგდებენ.

გარდა ამისა, მაღალჩინოსანი ამბობს, რომ რუსების მიერ ხერსონზე კონტროლის არქონა იქნება სერიოზული დანაკარგი, რადგან ის საკვანძო ადგილია, რომლითაც რუსეთი უკრაინას შავ ზღვაზე გასასვლელს უკეტავს.

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს NBC NEWS-ის ჟურნალისტი რიჩარდ ენგელიც.

"ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, ვინ აკონტროლებს ხერსონს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსეთის ისეთი მტკიცე კონტროლის ქვეშ აღარ არისროგორც ადრე იყო. უკრაინელები ხერსონის დაბრუნებას ცდილობენ", - განაცხადა მაღალჩინოსანმა NBC NEWS-ის ინფორმაციით. 

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენადი ლაგუტა ამ ინფორმაციას უარყოფს.

 


close დახურვა