აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის თქმით, ბოლო დღეებია, უკრაინული სამხედრო ძალები თავიანთი, რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად იბრძვიან.
მისი განცხადებით, უკრაინელები ამისთვის მზად არიან და შეუძლიათ.
ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა მოიყვანა იმ უკრაინელების მაგალითები, რომლებიც იბრძვიან ხერსონის დასაბრუნებლად, ასევე, უტევენ რუსულ ჯარებს მიკოლაევთან, სადაც თავდამსხმელებს ჩრდილოეთიდან სამხრეთით მოუწიათ დისლოკაცია.
პენტაგონის მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ არ შეუძლია დაკონკრეტება, არის თუ არა ეს "უკრაინელების დიდი ოპერაციული გეგმის" ნაწილი.
"უკრაინის თავდაცვა მოხერხებული და მოქნილია". - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენელი.
ასევე, პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ:
- რუსეთმა საბრძოლო ძალების 10%-ზე მეტი დაკარგა. რუსული საბრძოლო ძალების რაოდენობა 90%-ზე ნაკლებია. 150 ათას სამხედროზე მეტი, რომელიც შეჭრამდე უკრაინის საზღვრებთან იყო მობილიზებული, სამხედრო ძალას არ წარმოადგენს. მათი დიდი ნაწილი დამხმარე ფუნქციას ასრულებს.
- რუსულ ჯარს აქვს მომარაგების, საკვების, საწვავის, ლოჯისტიკის პრობლემები. ცივი ამინდისთვის შესაბამისი ეკიპირების არქონის გამო რამდენიმე რუსი ჯარისკაცი გაიყინა;
- ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსები ვერ ახერხებენ გემების საწვავით უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ;
- ასევე, პენტაგონის განცხადებით, რუსული შეიარაღებული ძალები შორი მანძილიდან ბომბავდნენ მარიუპოლს, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს იწვევს.
- ამასთან, აშშ-ის თავდაცვის უწყებას აქვს მტკიცებულებები, რომ გასულ კვირას რუსეთის შეიარაღებული ძალები გამიზნულად ბომბავდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. არსებობს ომის დანაშაულის ნიშნებიც.