logo
ENG



პენტაგონში ამბობენ, რომ რუსეთმა, დღეის მდგომარეობით, 1 000-მდე ტანკი დაკარგა

27 მაი 202209:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/27/eknph4oyf1988c9.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 000-ზე მეტი ტანკი და 350-ზე მეტი საარტილერიო იარაღი დაკარგეს.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, რუსული დანაკარგი ასევე შეადგენს დაახლოებით სამ ათეულ გამანადგურებელ ბომბდამშენსა და 50-ზე მეტ ვერტმფრენს.

მიუხედავად რუსული ძალების დანაკარგებისა, აშშ-ში თვლიან, რომ რუსებს ჯერ კიდევ დარჩა შესაძლებლობების დიდი ნაწილი.

"მათ [რუსებმა] ამ ბრძოლაში დიდი ინვესტიცია ჩადეს ტექნიკით და პერსონალით, უკრაინელებმა ზარალი განიცადეს, რუსებმა კი დანაკარგები", - თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.


close დახურვა