logo
ENG



პერევში ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, შესაძლოა, ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნას

15 მარ 202020:34
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მიერ სოფელ პერევში არსებული დე-ფაქტო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო შესაძლოა ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნას. კრიზისზე ადგილობრივებიც საუბრობენ. 

მათი თქმით, ახალგორში არ არის აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები და საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს არ ეყოლებათ ექიმი. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხის გამო მიიღო. 

"კორონავირუსის გამო ჩაიკეტა. კაცმა არ იცის, როდის გახსნიან. იცის უფფალმა და პუტინმა", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.


close დახურვა