logo
ENG



პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა შესაძლოა ჩავარდეს

21 თებ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას, ასეთ დასკვნას აკეთებენ სპეციალისტები რეფორმის მონიტორინგის შემდეგ.

რეფორმის ჩავარდნის მთავარ მიზეზად საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში არაკონკურენტულ ბიზნეს გარემოს ასახელებენ. დავით მესხიშვილის განმარტებით ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „გრინვეი საქართველო“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა, კომპანია კი ნაკისრ ვალდებულებებს არაკეთილსინდისიერად ასრულებს. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს კომპანია „გრინვეი საქართველოს“ წარმომადგენლები.

ტექინსპქტირების მოქმედი რეფორმის  ხარვეზებზე საუბრობენ ექსპერტები და ეკონიმიკის სამინისტოს ურჩევენ, რომ შეცვალონ  კანონი, რომელიც არაკეთილსინდისიერ მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს  გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გაიარონ ინსპექტირება.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სრულად 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 2019 წლის მონაცემებით კი პირველადი შემოწმება 800 000 -მდე ავტომობილმა გაიარა.

 

 

 


close დახურვა