logo
ENG



პესკოვი: NATO-ს მცდელობა, გააფართოოს გავლენა კავკასიაში, რეგიონს სტაბილურობას არ შემატებს

19 მარ 202416:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/19/80wl1tglqy07oxb.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, "NATO-ს მცდელობა, გააფართოოს გავლენა კავკასიაში, რეგიონს სტაბილურობას არ შემატებს".

"NATO-ს ზოგადი მისწრაფებები ჩვენთვის კარგადაა ცნობილი და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. NATO-ს მცდელობები, როგორმე გააფართოოს მისი გავლენები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კავკასიას სტაბილურობას და სიტუაციის პროგნოზირებადობას შემატებს.

ვაპირებთ, ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს რეგიონის ქვეყნებთან", - თქვა პესკოვმა.

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფება. გასულ კვირას ის აზერბაიჯანს, ორშაბათს კი საქართველოს ეწვია.


close დახურვა