კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი "დროთა განმავლობაში" უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩავა. ინფორმაციას TASS ავრცელებს.
ამასთან, პესკოვმა შესაძლო ვიზიტის დეტალებზე არ ისაუბრა. უცნობია მისი ვადებიც.
"დროთა განმავლობაში პუტინი დონბასს ეწვევა", - თქვა პესკოვმა.