კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მხრიდან პუტინთან კომუნიკაციის ინიციატივა ბოლო დროს არ ყოფილა.
"მოვისმინეთ შოლცისა და მაკრონის ბევრი განცხადება, რომლებიც ამბობდნენ, რომ პუტინთან კომუნიკაციას გააგრძელებენ, რათა ეძებონ გზები და გამოსავალი სიტუაციიდან. თუმცა, ბოლო დროს არანაირი ინიციატივა არ ყოფილა", - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.
პესკოვი ამბობს, რომ მაკრონმა 5-6-ჯერ ისაუბრა პუტინთან დარეკვის მზადყოფნის შესახებ, მაგრამ მისი თქმით, კრემლს ასეთი საუბრის მოთხოვნა არასოდეს მიუღია.
"ეს ყველამ უნდა იცოდეს: არ ყოფილა არანაირი მოთხოვნა, ან შესაძლო თარიღების დაზუსტება ასეთი საუბრის შესახებ", - განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინი ღიაა ნებისმიერი კონტაქტისთვის, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს რუსეთს საკუთარი მიზნების მიღწევაში ამა თუ იმ გზით.