ოკუპანტი რუსეთი ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ცდილობს. როგორც კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რუსეთი ხედავს დასავლეთის მცდელობებს ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და გავლენა იქონიოს საარჩევნო კამპანიაზე.
ამასთან, რუსეთი ამტკიცებს, რომ თვითონ საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევიან.
"რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არაა. ჩვენ ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების აშკარა მცდელობას განახორციელონ ზეწოლა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე და პირდაპირი, დაუფარავი გავლენა მოახდინონ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე", - თქვა პესკოვმა.