logo
ENG



პეტერბურგში უკრაინის კონსული, ალექსანდრ სასანიუკი რამდენიმე საათით დააკავეს

17 აპრ 202112:31
3 წუთის საკითხავი
clock 469
2021/04/17/riinqw8btpo3it1.jpg

რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა სანკტ პეტერბურგში უკრაინის კონსული, ალექსანდრ სასანიუკი რამდენიმე საათით დააკავეს. 

ФСБ აცხადებს, რომ სასანიუკი, სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაციის - სამართალდამცავი ორგანოებისა და ФСБ-ის ბაზების მოპოვებას ცდილობდა. 

კონსული რუსეთმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. 

ინფორმაცია, რომ უკრაინის კონსული პეტერბურგში დააკავეს, უკრაინელმა დიპლომატებმა დაადასტურეს. 

უკრაინული გამოცემა უნიანისთვის ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ კონსულმა ღამე პეტერბურგის ФСБ-ის საგამოძიებო განყოფილებაში გაატარა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო აღშფოთება გამოხატა. 

"ეს ცალსახა პროვოკაციაა რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართული მოქმედებების ფონზე". - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ნიკოლენკომ.

მისივე თქმით, რუსმა სამართალდამცველებმა გენერალური საკონსულოს თანამშრომელი მხოლოდ რამდენიმე საათით დააკავეს და ახლა ის უკრაინის დიპლომატიურ განყოფილებაში იმყოფება. 

"უახლოეს ხანში უკრაინული მხარე გააცხადებს, რა რეაგირებას მოახდენს ამ პროვოკაციაზე, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით". - თქვა მან. 


close დახურვა