პეტრო პოროშენკო წინასასამართლო დაკავებას გადაურჩა. უკრაინის პროკურატურამ გადაწყვეტილება შეცვალა და სასამართლო მოსმენაზე ყოფილი პრეზიდენტის დაკავება აღარ მოითხოვა.
პეტრო პოროშენკოს ბრალად ედება საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის უკანონო დანიშვნა, რის გამოც პროკურატურამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სასამართლოს შენობასთან, სადაც პირველი მოსმენა გაიმართა, პოროშენკოს ათობით მხარდამჭერი შეიკრიბა. მათ სიტყვით მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა და განაცხადა რომ ის შერჩევითი სამართლის მსხვერპლია. მას შემდეგ რაც პროკურატურამ პეტრო პოროშენკოს დაკავება აღარ მოითხოვა, მოსამართლემ პროცესი ივლისისთვის გადადო.
ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის დაუშვებელია.