უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ 112.ua პოროშენკოს მეუღლეზე დაყრდნობით უწყება.
მარინა პოროშენკოს თქმით, მისი მეუღლე კიევის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მეუღლეს ორმხრივი პნევმონია აქვს, მას ძლიერი ნებისყოფა აქვს, რომელსაც ვირუსთან ბრძოლის დროს ავლენს. ის მკურნალობის პროტოკოლს მიჰყვება", - ამბობს პოროშენკოს მეუღლე.
გარდა ამისა, კოვიდ-19 პოროშენკოს შვილსაც გამოუვლინდა.