logo
ENG



პირბადეების გამოყენება სავალდებულო მხოლოდ ტრანსპორტში და კლინიკებში იქნება

02 მაი 202211:03
3 წუთის საკითხავი
 

პირბადეების გამოყენება სავალდებულო მხოლოდ ტრანსპორტში და კლინიკებში იქნება, ყველა სხვა დახურულ სივრცეში, მათ შორის, სკოლებში, პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება. 

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა. 

მისი განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებამდე ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი სფეროს სპეციალისტებს შეხვდა. 

"ძალიან სტაბილური სურათი გვაქვს. კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია დასტაბილურდა. ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ რეგულაციები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეიდან მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან. დინამიკას დავაკვირდებთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პირბადის ტარება სავალდებულო იყო ყველა დახურულ სივრცეში. 


close დახურვა