ლავროვის ქება ოცნებამ უპრობლემოდ მიიღო, ივანიშვილის გუნდი ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენაშიც ვერ ხედავს პრობლემას, მოსკოვთან დამთბარი ტონის პარალელურად, ხელისუფლება სიენენის ჟურნალისტს და ევროკომისიის პრეზიდენტს აკრიტიკებს. კრისტიან ამანპურმა ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის არიდების კონტექსტში საქართველო ახსენა, ამაზე საპასუხოდ ოცნება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ჟურნალისტს ესხმის თავს, ევროკომისიის პრეზიდენტს ჭორებს აყოლილს უწოდებს. კობახიძეზე სიენენის კითხვის უკან ხედავს მცდელობას, საქართველო ჩართონ ომში.