logo
ENG



პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, მეორე ცვლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

18 ნოე 201914:26
3 წუთის საკითხავი
 
o41a450lb5clc5h.jpg

 

თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, დღეს, მეორე ცვლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. აღნიშნულის შესახებ მშობლებმა ინფორმაცია განათლების სამინისტროსგან მიიღეს.

პარალელურად, განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს.

"შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელი შეშლისკენ",-ნათქვამია განცხადებაში. სამინისტრო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ შტურმის მცდელობის ან შენობების ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს.

 

 

 


close დახურვა