კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეს, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, დღეს სახლში გაწერენ. განცხადება კლინიკის დირექტრმა ლევან რატიანმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 83 პაციენტია, 19 არის ინფიცირებული. ყველაზე მძიმე, რომელიც იწვა, იყო ქალი - მას დამძიმებული ანამნეზი ჰქონდა. ჯანმო პირველ ადგილზე აყენებს ლეტალობით ასეთ ანამნეზს. მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და მწვავე რესპირატორული სინდრომი.
"მას ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა - მისი მდგომარეობა შეფასდა კრიტიკულად მძიმედ, იმყოფებოდა არაინვაზიურსუნთქვაზე. ეს ქალბატონი დღეს ეწერება ბინაზე - ის გამოჯანმრთელდა და მე-14 დღეს მიდის კლინიკიდან. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყაზარმულ რეჟიმში მუშაობს. ასეთი პაციენტების 97% მთავრდება ლეტალობით - ის ორი კვირით იქნება თვითიზოლაციაში", -განაცხადა ლევან რატიანმა.