logo
ENG



პირველი ოქტომბრიდან ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყება

13 ივლ 202010:45
3 წუთის საკითხავი
clock 741
i1fbwkse8ry5npa.jpg

2020 წლის პირველი ოქტომბრიდან ქუთაისიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგულარული ფრენები განხორციელებდა. ავიარეისებს ვიზეარის“ მიერ ახლახანს დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ინფორმაციას ავიაკომპანია WIZZ AIR-ი ავრცელებს. მგზავრებს ახალ რეისებზე ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ.

„Wizz Air Abu Dhabi - არაბთა გაერთიანებული საამიროების უახლესი ეროვნული ავიაკომპანია, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან, ქუთაისის მიმართულებით ახალ ფრენებს აანონსებს. Wizz Air Abu Dhabi მგზავრებს დაბალბიუჯეტიან და მაღალხარისხიან ფრენებს ჰპირდება. ბილეთები უკვე იყიდება wizzair.com-ზე. ახალი მიმართულება, ყოველწლიურად დაახლოებით 25 000 ახალ ადგილს დაამატებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა