დღეს, 11 მაისს, პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-2 ეტაპი დაიწყო, რომელიც 1-ელი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტების წარდგენა 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში, მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი, ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. დადგენილ ვადებში განცხადების სკოლაში წარდგენა შესაძლებელია მატერიალური სახით ან გაგზავნა სკოლის ელექტრონულ მისამართზე.