შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე წარსულში ნასამართლევი 41 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის სოფელ გუთურში მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ბრალდებულმა 28 წლის მამაკაცს სანადირო თოფით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებული კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.