logo
ENG



პოდოლიაკი: ბრძოლები იქ მიმდინარეობს, სადაც დაიწყო, რუსებს წინ არ წაუწევიათ

27 თებ 202205:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/27/31grennvb4bc0x4.png

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მესამე დღეს ბრძოლები ისევ იქ მიმდინარეობს, სადაც დაიწყო. 

პოლოდიაკი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს აკავებენ და მათ წინასვლას ხელს უშლის. 

"პოზიციური ბრძოლებია. ომის მესამე დღეა, ხოლო პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს იმავე რეგიონებში, სადაც დაიწყო: ხარკოვი, ხერსონი, ოდესა, ნიკოლაევი, სუმი, ჩერნიგოვი, ჟიტომირი. ბრძოლები მიდის ზუსტად იქ, სადაც თავიდანვე იყო". - თქვა მან. 

პოლოდიაკისვე განცხადებით, კიევში ვითარება იძაბება, რადგან აქ ქვეყნის ხელმძღვანელობა იმყოფება. 

"რუსეთის მთავარი მიზანია, შეცვალოს უკრაინის ხელმძღვანელობა, რისი გაკეთებაც მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. უკრაინის ხელმძღვანელობა კიევშია, არსად წასულა და არც აპირებს წასვლას". - დასძინა მან. 


close დახურვა