logo
ENG



პოდოლიაკი: მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ევაკუაციის ჰუმანიტარული კორიდორები იხსნება

05 მარ 202212:24
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი: მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ევაკუაციის ჰუმანიტარული კორიდორები იხსნება

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორები ეწყობა. მისი თქმით, ამ ადგილებში ცეცხლი დროებით შეწყდება.

"მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ჰუმანიტარული ევაკუაციის კორიდორები გახსნისთვის ემზადება, რიგებს ქმნიან ის ადამიანები, ვინც ევაკუაციას აპირებს. მხარეებმა დროებით შეწყვიტეს ცეცხლი კორიდორების ტერიტორიაზე“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

ასევე დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "სიჩუმის რეჟიმს" აცხადებს და უკრაინულ ქალაქ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ჰუმანიტარულ დერეფნებს ხსნის. 


close დახურვა