logo
ENG



პოდოლიაკი: მოლაპარაკებები უნდა იყოს რეალური და ადეკვატური, მიუღებელია ულტიმატუმის ტონი

08 მარ 202215:33
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი: მოლაპარაკებები უნდა იყოს რეალური და ადეკვატური, მიუღებელია ულტიმატუმის ტონი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინასთან მოლაპარაკებებში ომის მიწურულს ულტიმატუმის დაყენებით შეცდომა დაუშვა.

მისი თქმით, უკრაინისთვის ულტიმატუმის ენა მიუღებელია და არსებითი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგას.  

„ცხადია, ჩვენ არ მივიღებთ არანაირ ულტიმატუმს, განურჩევლად იმისა, რას არ უნდა შეეხებოდეს ისინი. ჩვენს უკან ათობით მილიონი უკრაინელი დგას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვის ნებისმიერი ულტიმატუმის უკან ათობით მილიონი რუსი იდგეს. ეს მხოლოდ პროპაგანდისტული მითებია.

ჩვენი პოზიცია მარტივია: მოლაპარაკებები უნდა იყოს რეალური და ადეკვატური. ეს მათ არსებითად აქცევს და არსებით მოლაპარაკებებში მიუღებელია ულტიმატუმების ტონი. რაც უფრო მალე დათანხმდება რუსული მხარე ამას, ნაკლები დანაკარგი ექნება უპირველეს ყოვლისა რუსეთს ამ ომის შედეგად“ - განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია საომარი მოქმედებები ნებისმიერ დროს შეაჩეროს თუ უკრაინა ყირიმს რუსეთის ნაწილად, ხოლო დონეცკსა და ლუგანსკს დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარებს და კონსტიტუციაში შესწორებებს შეიტანს. 


close დახურვა