უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსები ტყვე უკრაინელი ჯარისკაცის გათავისუფლების სანაცვლოდ დედამისს €5000-ს სთხოვენ.
პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა შესაბამისი ვიდეო სწორედ დატყვევებულის დედას გაუგზავნეს,
"ისინი €5000-ს ითხოვენ და იმუქრებიან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგი ვიდეო მისი მოკვლის ამსახველი იქნება. რუსი ჯარისკაცები სულ უფრო მეტად ემსგავსებიან ISIS-ის მებრძოლებს. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა გამოცხადდეს". - აცხადებს პოდოლიაკი.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელიც ამბობს, რომ დონეცკის რეგიონის ტერიტორიული თავდაცვის 109-ე ბრიგადის მოხალისე ჯარისკაცია და მისი სახელი და გვარი ალექსი ნოვიკოვია. რუსები მას ეკითხებიან, როგორ ექცევიან ტყვეობაში. კითხვის პასუხად ტყვე ამბობს, რომ აქვს საჭმელი, წყალი და ტუალეტი და რომ მას არავინ სცემს.