უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდლიაკი აცხადებს, რომ 4 მარტს რუსეთის პარლამენტში დაგეგმილ საგანგებო სესიაზე, სავარაუდოდ, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება იგეგმება.
"4 მარტს რუსეთის პარლამენტის ორივე პალატა საგანგებო სესიას გამართავს. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მათ დღის წესრიგში რუსეთში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებაა." - აცხადებს პოდოლიაკი.
On March 4, both chambers of the Russian parliament will convene for an emergency extraordinary session. As I understand it, the preventive imposition of martial law in Russia is on the agenda.
აღსანიშნავია, რომ ასევე პოდოლიაკის ინფორმაციით, ფინანსური და ეკონომიკური სანქციების დაწესებისა და გარესამყაროსგან იზოლირების ფონზე რუსეთის დატოვება უკვე დაიწყეს იმ ადამიანებმა, ვისაც ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ.