logo
ENG



პოდოლიაკი: საქართველო აგრძელებს სააკაშვილის მკვლელობას, ეს აფერხებს ევროპულ პერსპექტივებს

12 თებ 202314:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/12/7uamwd646whm6xz.jpg

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კლინიკა ვივამედიდან CNN-ის მიერ გავრცელებულ გუშინდელ კადრებს ეხმაურება. პოდოლიაკის თქმით, საქართველო აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას, რაც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს აფერხებს.

"საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. უდაოდ, ეს აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს. ასეთი მიმზიდველია რუსული (საბჭოთა კავშირი 2) ბანაკი? ასეთი მნიშვნელოვანია „სასიკვდილო საჩუქრის“ მიცემა პუტინისთვის, რომელიც მაინც წააგებს? ან ქვეყანას ჰქონდეს ისეთი რეპუტაცია, რომელმაც პრეზიდენტი აწამა?", - წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

გუშინ, CNN-მა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გაავრცელა. კადრებში გონების კარგვის რამდენიმე ეპიზოდი ჩანს. ეს ვიდეოები CNN-ს სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მიაწოდა - ის ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა, რადგან უკვე არსებობს სერიოზული რისკი, რომ მკურნალობის შემთხვევაშიც კი ვეღარ მოხდეს მისი გამოჯანმრთელება.

კლინიკიდან სააკაშვილის კადრები 14 დეკემბერს გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმაც, თუმცა არასრული სახით. CNN-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში კი ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი მძიმე მდგომარეობაშია და აქვს კრუნჩხვითი შეტევები.


close დახურვა