logo
ENG



პოდოლიაკი: ყირიმი, ხიდი, დასაწყისი, ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს

08 ოქტ 202211:46
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი: ყირიმი, ხიდი, დასაწყისი, ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ოკუპირებული ყირიმის ხიდის აფეთქებას ეხმაურება. 

"ყირიმი, ხიდი, დასაწყისი. ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას და ყველაფრიდან, რაც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთი უნდა განდევნოს". - წერს პოდოლიაკი ტვიტერზე. 

8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა.

ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც.

ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო ავტომობილებისთვის ბორნებით გადასასვლელს ამზადებენ.


close დახურვა