logo
ENG



პოდოლიაკი: ყირიმი უკრაინის მხრიდან ეტაპობრივად საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა

28 სექ 202310:51
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი: ყირიმი უკრაინის მხრიდან ეტაპობრივად საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ყირიმი უკრაინის მხრიდან ეტაპობრივად საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა.

პოდოლიაკის თქმით, პანიკური განწყობა ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე თანდათან გაიზრდება.

პოდოლიაკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოკუპანტების მომარაგების 80% ყირიმის გავლით ხორციელდება, ამიტომ, "ბოლო პერიოდში ნახევარკუნძულზე მომხდარი მოვლენები, უბრალოდ რაღაც შტაბების და ოფიცრების განადგურება არაა".

"ყირიმი უკრაინის მხრიდან ეტაპობრივად საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა. ისინი დღეს ცხოვრობენ თავდასხმების მოლოდინში, სირენების ხმაურში. ისინი ხვდებიან, რომ ყირიმი - ეს უდიდესი საფრთხის ტერიტორიაა. საჰაერო სივრცე ისე ძალიან აღარ კონტროლირდება, როგორც ადრე... დღეს ყირიმი არის რუსული საოკუპაციო ჯგუფების საბრძოლო ეფექტურობის საგრძნობლად შემცირების გასაღები", - თქვა პოდოლიაკმა.


close დახურვა