უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ გამარჯვების გეგმას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს უკვე გააცნო, უახლოეს დღეებში უკრაინის მოსახლეობას წარუდგენენ.
როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, ძირითადი აქცენტები "უკვე გასაგებია", ხოლო "მათემატიკური დეტალები", რომლებიც ამ გეგმის პუნქტებს ეხება, მხოლოდ მსოფლიო ლიდერებისთვის იქნება ცნობილი, რადგან სწორად მათზეა დამოკიდებული ამ გეგმის რეალიზება.
"რაც შეეხება უფრო ფართო პრეზენტაციას უკრაინელი ხალხისთვის - ვფიქრობ ეს უახლოესი დღეების საკითხია. რადგან უნდა გვესმოდეს, ომის რა ეტაპზე ვართ ჩვენ და რას ვაკეთებთ. პრეზიდენტი ამ პრეზენტაციას საკმაოდ ეფექტურად ჩაატარებს. ძირითადი აქცენტები უკვე გასაგებია, თუმცა ის დაამატებს მეტ დეტალს, რომელიც უფრო გასაგებს გახდის იმას, თუ რაზეა საუბარი. მგონია, რომ პრეზიდენტი ამ პრეზენტაციას უახლოეს დღეებში ჩაატარებს", - თქვა პოდოლიაკმა.