logo
ENG



პოზნერმა და მასთან ერთად მყოფებმა კომენდანტის საათი დაარღვიეს და რესტორანში გადაინაცვლეს

31 მარ 202121:43
3 წუთის საკითხავი
 
პოზნერმა და მასთან ერთად მყოფებმა კომენდანტის საათი დაარღვიეს და რესტორანში გადაინაცვლეს

რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა და მასთან მყოფმა 50-მდე ადამიანმა კაფე სტამბიდან რესტორან ვინოტელში გადაინაცვლეს. ისინი პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებენ და ამავდროულად, კომენდანტის საათს არღვევენ.

ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტები პოლიციას მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა. 

ისინი სკანდირებენ:"პუტინ ხუილო". 

პოლიციელები აცხადებენ, რომ "სიტუაციაში ერკვევიან".

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა. 

მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.

ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს. 

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.  


close დახურვა