ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით მათი პოზიცია ერთიანია, თუმცა ერთიან პროპორციულ სიაზე საუბარი არ არის.
„ევროპულ საქართველოში“ ფიქრობენ, რომ ერთიანი სიით გასვლა პოლარიზაციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ იქნება მოგებიანი.
„ამჟამად განიხილება მხოლოდ საერთო მაჟორიტარები, ერთიანი სია არ განიხილება. პოლარიზაცია ხელს შეუშლის ოცნების დამაჯერებლად დამარცხებას", - ამბობს გიორგი კანდელაკი.
„ახალ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მაჟორიტარებზე შეთანხმებაა, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ოპოზიციურ ერთობას შეუძლია კოორდინირებულად მუშაობა.
„არის ინიციატივები ერთიან სიაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მაჟორიტარებზე შევთანხმდეთ, რათა დავანახოთ საზოგადოებას, რომ კოორიდინირებულად ვმუშაობთ. ყველაფერზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუმცა ნომერ პირველი ამოცანაა, რომ ერთიანი მუხტი ვაჩვენოთ საზოგადოებას", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, ოპოზიცია არჩევნებში ერთიანი პროპორციული სიით წარდგეს.