ტელეკომპანია „ფორმულასა“ და ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ პირველი კვლევის შედეგების თანახმად, ყველაზე დადებითად პოლიტიკურ ლიდერებს შორის მოსახლეობა დავით ბაქრაძეს, 56%-ით აფასებს. მეორე ადგილზეა კახა კაალძე - თბილისის მერს 50% აფასებს დადებითად, ხოლო მესამე ადგილზეა შალვა ნათელაშვილი - 49% მას პოზიტიურად აფასებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას გამოკითხულთა 45% აფასებს დადებითად, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს კი 38%. ყველაზე დაბალი პოზიტიური მაჩვენებელი აქვს ზურაბ ჯაფარიძეს - 16%.
მეთოდოლოგია
„ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.