მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ქვეყანაში აკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი. პოლიტიკური დევნა, სასამართლო კლანი, მესამე პრეზიდენტის შელახული უფლებები საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დღეს ამერიკის საელჩოში.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრაზე განიხილეს შესაძლო სანქციებიც, რომლის დაწესებას ოპოზიცია კონკრეტული მოსამართლეებისთვის მოითხოვს. მესამე პრეზიდენტის მდგომარეობით შეშფოთებულია ამერიკის ელჩი. ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიც.