logo
ENG



პოლიტიკური მანიპულირება საპენსიო სესხებით

23 თებ 202420:29
3 წუთის საკითხავი
 

ინიციატივა არჩევნებამდე 8 თვით ადრე - მთავრობა ეროვნულ ბანკთან და ლიბერთისთან მოლაპარაკების შემდეგ, 150 000 პენსიონერს საპენსიო სესხებზე განაკვეთის დაწევას დაჰპირდა. რამდენით ან როდიდან, უცნობია. ზუგდიდში გამართულ აქციაზე დღეს თავად პენსიონერებმა თქვეს, რომ სესხის ჩამოწერის გარეშე პროცენტის შემცირება უბრალოდ დაცინვაა. დამატებითი ეჭვები აქვს ოპოზიციასაც. ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ ისეთ გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც ოცნება საარჩევნო ქულებს იწერს, ლიბერთი ბიუჯეტიდან მილიონებს დაიმატებს, რეალური ნაბიჯები კი, არ იდგმება.

 


close დახურვა